პროექტიები და ღონისსძიებები

პროექტის სახელწოდება: საქართველოს ისტორიული ძეგლები

პროექტის მთავარი იდეა: ისტორიული წარსულის შესწავლა,ღირსშესანიშნაობათა გაცნობა დათვალიერება

პროექტის აქტუალობა: საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა გაცნობა,ერის კულტურული მემკვიდრეობისმდგომარეობის შესწავლა-გაცნობა და მათი გადარჩენისთვის  შესაძლო გზების ძიება

პროექტის მიზნები:ერის კულტურისა და წარსულის შეწსწავლა, ცოდნის გაღრმავება,თითოეულ მოძიებულ ძეგლზე ფოტოკოლაჟის შექმნა,დაკვირვება ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებზე და რაც მთავარია, თითოეულ ისტორიულ ძეგლის მნიშვნელობის აღქმა.

მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი

ვადები-ხანგრძლივობა: ერთი თვე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას თითოეული მოძიებული ძეგლის შესახებ,გადაუღებენ ფოტოებს,დაახარისხებენ მათ დაზიანებების ხარისხის მიხედვით,გაეცნობიან ხუროთმოძღვრების ნიმუშებს დათითოეული ძეგლის ფოტოს დაურთავენ მათი შექმნის ისტორიას,შემქმნელის ვინაობას , და იმ ეპოქის მოკლე მიმოხილვას როდესაც შეიქმნა ისინი.

პროექტის მსვლელობა,ძირითადი აქტივობები: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს ექნება მიცემული დავალება, ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ისტორიული ძეგლების შესახებ ,მეორე ჯგუფი შეაგროვებს ფოტო მასალას, მესამე ჯგუფი დაახარისხებს ძეგლებს მათი დაზიანების შესახებ,  მეოთხე ჯგუფს მიეცემა დავალება იზრუნოს მოძიებული ინფორმაციების გაზიარებებზე .

კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან:გეოგრაფია,პედაგოგი ეკა გოთაძე
სამუშაო ენა: ქართული

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა კოჭლამაზაშვილი

No comments:

Post a Comment